საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, ჯამში, 3540 ღერი არადეკლარირებული
სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული საქონელი სომხეთის მოქალაქეების, პ.მ-სა და ვ.ა-ს ფიზიკური, სხეულის სკანერის მეშვეობით დათვალიერების შედეგად გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ არადეკლარირებული საქონელი და თითოეულს შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.
