თეა წულუკიანი: უჩა ნანუაშვილი საქართველოს პირველი უსამართლო ომბუდსმენია
თეა წულუკიანი: უჩა ნანუაშვილი საქართველოს პირველი უსამართლო ომბუდსმენია
12:39 16.11.2017
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ციანიდის საქმეზე ომბუდსმენის ანგარიშს მცირე კომენტარით ეხმაურება.

როგორც მინისტრი განმარტავს, ნანუაშვილი პირველი უსამართლო ომბუდსმენია, რომელიც საქართველოში მოღვაწეობს და სწორედ ამიტომ, საკითხზე კომენტარის გაკეთება გაუჭირდება.

„მართალი გითხრათ, ამაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. რაკი უკვე ბოლო დღეებია მისი ჩვენთან საქმიანობისა ვიტყვი, რომ უჩა ნანუაშვილი არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოსი. ამიტომ, მის განცხადებებზე კომენტირებას არ ვარპირებ“-განაცხადა წულუკიანმა.

ციანიდის საქმეზე უჩა ნანუაშვილმა დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ საქმეზე მართლმსაჯულება ვერ განხორციელდა.

ბეჭდვა