შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა შალვა ხუციშვილმა, მერაბ მალანიამ და დავით ვარდიაშვილმა,
სავარაუდოდ, თანამდებობების დატოვების თაობაზე განცხადებები დაწერეს.
ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას „TV პირველი“ ავრცელებს.
მედიის ცნობითვე, პოსტს დატოვებს ასევე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ალადაშვილი და შსს-ს კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის სამმართველოს უფროსი რამაზ თარაშვილი.
ამასთან თანამდებობიდან, სავარაუდოდ, წავა კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი დავით ნატრიაშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ხვადაგიანი.
შესაძლებელია ვაკანტური გახდეს ასევე სამხარეო პოლიციის უფროსების პოსტებიც.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინიტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა, რომელმაც ამ პოზიციაზე გიორგი მღებრიშვილი ჩაანაცვლა. გახარიამ უფლებამოსილების შესრულება გუშინ დაიწყო.
