შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
09:47 14.11.2017
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს ახალსოფლის განყოფილების თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ო.წ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს, 1985 წელს დაბადებულ ე.ნ.-ს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას ო.წ. ტეტრაჰიდროკანაბინოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ბეჭდვა