ბაქოს მოთხოვნით საქართველოს ხუთ მოქალაქეზე ინტერპოლით ძებნა გამოცხადდა.
როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, ყველა მათგანი აზერბაიჯანში მიმდინარე წლის აგვისტოში მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმასთანაა დაკავშირებული.
საქმე, სავარაუდოდ, ეხება ფაქტს, რომლის დროსაც ძებნილი პირები სახლში შეიჭრნენ და სეიფიდან 44 ათასი დოლარი და 117 ათასი დოლარის ღირებულების სამკაული წაიღეს.
