„სადახლოზე“ სომხეთის მოქალაქის მიერ არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
„სადახლოზე“ სომხეთის მოქალაქის მიერ არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
15:56 09.11.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სომხეთის მოქალაქის, გ.დ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას 7600 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი და შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.


ბეჭდვა