თელავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
თელავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
10:18 09.11.2017

თელავში, საავტომობილო სახელოსნოში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ღამით,

თბილისის გზატკეცილზე მოხდა.

32 წლის მამაკაცს დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიბჯენით ესროლა და მიიმალა.

მომხდარის სავარაუდო მიზეზები ჯერჯერობით არ სახელდება.

საქმეზე სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.




 

ბეჭდვა