“გუგუთში” სომხეთის მოქალაქეს არადეკლარირებული სიგარეტი აღმოუჩინეს
“გუგუთში” სომხეთის მოქალაქეს არადეკლარირებული სიგარეტი აღმოუჩინეს
11:46 08.11.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,გუგუთი“, 4720 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი სომხეთის მოქალაქის, მ.გ-ს კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.

ბეჭდვა