ავსტრიაში, ქალაქ ლინცში საქართველოში ჩადენილი მკვლელობისთვის ინტერპოლით
ძებნილი პირი დააკავეს.
43 წლის მამაკაცის ვინაობა არ სახელდება, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ საქმე 1999 წელს მომხდარ მკვლელობას უკავშირდება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მას საქართველოში ექსტრადირებისთვის ამზადებენ.
