ეკა ბესელია: გოგა ონიანის საქმის პოლიტიკურად მონათვლა მხოლოდ იმ ძალისთვისაა დამაჯერებელი, ვინც დღესაც ამართლებს ძალადობას
ეკა ბესელია: გოგა ონიანის საქმის პოლიტიკურად მონათვლა მხოლოდ იმ ძალისთვისაა დამაჯერებელი, ვინც დღესაც ამართლებს ძალადობას
14:26 07.11.2017
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, სასამართლოს მიერ გოგა ონიანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ადასტურებს ბრალდებებს, რომელიც სამარათალდამცავ სისტემაში ონიანის ყოფნის დროს ისმოდა.
მისივე თქმით, გოგა ონიანის საქმის პოლიტიკური მოტივით მონათვლა არავისთვისაა დამაჯერებელი, გარდა იმ პოლიტიკური ძალისა, რომელიც დღესაც გულშემატკივრობს ძალადობას.
„სასამართლომ რადგან ჩათვალა, რომ ის მტკიცებულებები საკმარისია, რომელიც ბრალდების მხარის მიერ იყო წარდგენილი და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, ეს ნიშნავს, რომ დადასტურდა ის ბრალდებები, რაც ამ ადამიანის მიმართ ისმოდა, როდესაც ის იყო სამართალდამცავ სისტემაში. პოლიტიკური მოტივით მონათვლა გოგა ონიანის საქმისა, ეს არ მგონია რომ ვინმესთვის იყოს დამაჯერებელი, გარდა იმ პოლიტიკური ძალისა, რომელიც დღესაც გულშემატკივრობს ალბათ და ამართლებს იმ ძალადობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა“- განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გოგა ონიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. ონიანი წარდგენილ ოთხივე ბრალში სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბეჭდვა