შსს-მ ფონიჭალაში წარსულში ნასამართლევი 20 წლის ნარკორეალიზატორი დააკავა
  შსს-მ ფონიჭალაში წარსულში ნასამართლევი 20 წლის ნარკორეალიზატორი დააკავა
12:38 07.11.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ა. ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, 16 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი - ე.წ. „სირეცი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო გასაღების ფაქტს გულისხმობს.


ბეჭდვა