ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაციისას ერთი ნარკოლეარიზატორი დააკავეს.
დაკავებულის ვინაობა უცნობია. არსებული ინფორმაციით, ის წარსულში იმავე დანაშაულისთვის ნასამართლევია.
როგორც შსს-ში განმარტავენ, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და არაერთგზის გასაღებას გულისხმობს.
