საქალაქო სასამართლომ თიანეთის მერობის კანდიდატის სარჩელი არ დააკმაყოფილა
საქალაქო სასამართლომ თიანეთის მერობის კანდიდატის სარჩელი არ დააკმაყოფილა
14:17 06.11.2017
თბილისის საქალაქო სასამართლომ თიანეთის მერობის კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და მეორე ტურის დანიშვნას ითხოვდა.

“მე სხვა გადაწყვეტილებას ველოდი, თუმცა ბრძოლას ვაგრძელებ. მივმართავ სააპელაციო სასამართლოს. დაკარგული 6 ბიულეტენი შედეგზე გავლენის მომხდენია და დიდი იმედი მქონდა, რომ საქალაქო სასამართლო მაინც სწორად წაიკითხავდა კანონს ან მე ამიხსნიდა...“-განაცხადა ქიტესაშვილმა.

ლელა ქიტესაშვილს 1 დღის ვადა აქვს იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიმართოს.

ამ დროისთვის არჩევნების შედეგებით, თიანეთის მერი თამაზ მეჭიაურია.

ბეჭდვა