მეგის ქარდავას ადვოკატის მიხეილ ლოტიცკის განცხადებით, მის ექსტრადიციაზე საუბარი
ჯერჯერობით არ მიდის.
მისივე თქმით, დაკავებულს თან არანაირი პასპორტი არ ჰქონდა და შეიძლება მეგის ქარდავა არც იყოს.
„ჯერჯერობით პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნაზე არ გვისაუბრია. ის იმყოფება წინასწარი დაკავების იზოლატორში ქალაქ ივანო ფრანკოვსკში. მისი დაკავების 2 ვერსია მაქვს. ოფიციალური ვერსიით, მის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩატარდა, არაოფიციალურად კი ის საზღვრის კვეთის დროს დააკავეს, შემდეგ მიიყვანეს ბინაში და ისე დააკავეს. ის, რომ მას რამდეიმე პასპორტი ჰქონა, ტყუილია. არანაირი საბუთი არ ჰქონია საერთოდ, შეიძლება საერთოდაც არ არის მეგის ქარდავა. ექსტრადიციაზე საუბარი ჯერჯერობით არ მიდის. ეს იქნება მხოლო მას შემეგ განხილული, რაც საქართველოდან იქნება საბუთები გამოგზავნილი. ახლა მხოლო საუბარია მის პატიმრობაზე, რათა ის არ მიიმალოს. ის თუ რას აკეთებდა საქართველოში, ამაზე არ გვისაუბრია, უკრაინაში კი უბრალოდ ცხოვრობდა და არაფერს არღვევდა,“- განაცხადა ადვოკატმა, მიხეილ ლოტიცკიმ "კურიერთან" საუბრისას.
შეგახსნებთ, რომ მეგის ქარდავა უკრაინაში 1-ელ ნოემბერს დააკავეს.
