შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
11:08 03.11.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული დ.ჯ. თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში დააკავეს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ. აბრეზი, „ნაგანის“ ტიპის რევოლვერი, ხელყუმბარა და სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტს გულისხმობს.


ბეჭდვა