ზუგდიდი-ცაიშის გზაზე ავტოავარიას ზუგდიდის საკრებულოს ახლადარჩეული წევრი ემსხვერპლა
ზუგდიდი-ცაიშის გზაზე ავტოავარიას ზუგდიდის საკრებულოს ახლადარჩეული წევრი ემსხვერპლა
09:30 03.11.2017
ზუგდიდი-ცაიშის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზუგდიდის საკრებულოს ახლადარჩეული წევრი თამაზ ჟორჟოლიანი გარდაიცვალა.

ავარიისას ერთმანეთს მიკროავტობუსისა და ჯიპის ტიპის მანქანები შეეჯახნენ.

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

ინციდენტის დროს დაშავდა სამი ადამიანიც, რომელთა მდგომარეობაც ამ დროისთვის საშუალო სიმძიმისაა.

„ეს მძიმე ტრაგიკული შემთხვევაა. გამოძიება დაადგენს მიზეზებს, შოკირებული ვართ ყველანი. თამზ ჟორჟოლიანი იყო ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი, საკრებულოს ახლადარჩეული წევრი. რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდა, ამაზე მოკვლევა უკვე მიმდინარეობს“- განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა მერაბ ქვარაიამ.


ბეჭდვა