სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას მამის სერგო ქარდავას განცხადებით,
ყველაფერი, რასაც მის შვილს ედავებიან, სიცრუეა.
მისივე თქმით, ოჯახს მეგის ქარდავასთან კონტაქტი ჰქონდა, თუმცა რომელ ქვეყანაში იმყოფებოდა იგი, არ იცოდნენ.
„გვეკონტაქტებოდა, მაგრამ სად იყო, არ გვეუბნებოდა. ყველაფერი ჭორია, რა დანაშაულებებსაც ედავებიან. მას არცერთი დანაშაული არ ჩაუდენია, ყველაფერი სისულელეა“-განაცხადა სერგო ქარდავამ.
შეგახსენებთ, რომ მეგის ქარდავა გუშინ უკრაინაში დააკავეს.
