საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ზ.კ-სა და ხ.ა-ს, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 187.5 გრამი) ნაკეთობები საზღვარზე უკანონოდ გადმოჰქონდათ.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 18,222.71 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10-ე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 18,222.71 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
