“ყაზბეგში” არადეკლარირებული ალკოჰოლური სასმელი აღმოაჩინეს
“ყაზბეგში” არადეკლარირებული ალკოჰოლური სასმელი აღმოაჩინეს
13:50 02.11.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქის, გ.ი-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას, არადეკლარირებული, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას ქვემდებარე, უაქციზო ალკოჰოლური სასმელი (28.2 ლიტრი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 3,345.18 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.


ბეჭდვა