თეა წულუკიანი: კარგი თანამშრომლობა შედგა ამჯერად ქარულ და უკრაინულ სამართალდამცველ სტრუქტურებს შორის
თეა წულუკიანი: კარგი თანამშრომლობა შედგა ამჯერად ქარულ და უკრაინულ სამართალდამცველ სტრუქტურებს შორის
12:40 02.11.2017
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მეგის ქარდავას საქმეზე ქართულ და უკრაინულ მხარეებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე კმაყოფილებას გამოთქვამს.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ქართული მხრიდან სამართლებრივი ნაბიჯები გრძელდება, რათა პროცესი წარმატებით გაგრძელდეს.

"კარგი თანამშრომლობა შედგა ამჯერად ქარულ და უკრაინულ სამართალდამცველ სტრუქტურებს შორის, პირველ რიგში, პროკურატურებსა და იუსტიციის სისტემებს შორის. საქართველოს მთავარი პროკურატურა აგრძელებს სამართლებრივ ნაბიჯებს იმისათვის, რომ უკრაინულმა მხარემ ექსტრადიციის პროცესი წარმატებით წაიყვანოს და ჩვენ შევძლოთ მართლმსაჯულების განხორციელება ქარდავას საქმეზე,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა მხარემ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი მეგის ქარდავა 1-ელ ნოემბერს დააკავა.

ბეჭდვა