მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის განცხადებით, მეგის ქარდავას
ექსტრადირების პროცედურების ვადებზე საუბარი ძნელია.
როგორც პროკურატურის წარმომადგენელი განმარტავს, ყველა პროცედურა უკრაინის კანონმდებლობასთან შესაბამისად მოხდება.
„მეგის ქარდავა დაკავებულია საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე. კონკრეტულად რომელმა უწყებამ დააკავა მიუხედავად იმისა, რომ კონტაქტი გვაქვს, ნაკლებ საინტერესო იყო ჩვენთვის. მთავარია, რომ წარსდგა სასამართლოს წინაშე და შეეფარდა საექსტრადაციო პატიმრობა. მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით სასამართლო იმსჯელებს, მიიღებს გადაწყვეტილებას უკრაინული კანონმდებლობიდან გამომდინარე. სავარაუდოდ, ერთ წელზე მეტი ამ პროცედურებს არ უნდა დასჭირდეს, თუმცა წინასწარ ვადებზე საუბარი ძნელია“-განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ.
