საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით,
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი განხილვას ექვემდებარება.
ბესელიას თქმითვე, მერაბიშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი და ეს არც ევროსასამართლოს უთქვამს.
„ვანო მერაბიშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი, ეს არ უთქვამს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ამას ამბობენ მხოლოდ მისი თანაპარტიელები. რაც შეეხება მერაბიშვილის მიმართ მისი ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს, განხილვას ექვემდებარება, კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ყველა გარემოების გათვალისწინებით“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხზე უდოს კომისიამ ნოემბრიდან უნდა იმსჯელოს.
