კიევში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა
დააკავეს.
ქარდავა, სავარაუდოდ, უკრაინაში თურქეთიდან მიემგზავრებოდა და ის კიევის საზღვარზე აიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ მეგის ქარდავა ქართული მხარის მოთხოვნით ინტერპოლით ძებნილთა სიაში იყო. მას ბრალი საქართველოს პროკურატურის მიერ რამდენიმე გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობაში ედავება.
ქარდავას დაუსწრებლად ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.
