ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი გადაიდო
 ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი გადაიდო
15:46 01.11.2017
ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული, დედაქალაქის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის, ოთარ აბესაძის საქმის განხილვა გადაიდო.
სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.
ბრალდებულის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ოთარ აბესაძის ემოციური მდგომარეობა მძიმეა.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არის საყურადღებო. როდესაც ადამიანს გააჩნია მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და ისაა არაადეკვატური, არ შეიძლებოდა დავყრდნობოდით მხოლოდ და მხოლოდ ამ განცხადებას.
ასევე მოსამართლემ მოუწოდა დაცვის მხარეს, რომ ნუ აფიქრებინებდა მას, რომ ჩვენ საქმის გაჭიანურება გვსურს. ეს ნამდვილად არაა ასე. აბესაძე არის ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ეჩქარება მისი საქმის განხილვა“- განაცხადა ჭკადუამ.
შეგახსენებთ, რომ ოთარ აბესაძე 11 ივლისს დააკავეს. მას ბრალად ქრთამის აღება ედება.



ბეჭდვა