ფეხბურთის ფედერაციასთან დაკავებულების სასამართლო პროცესი გადაიდო
ფეხბურთის ფედერაციასთან დაკავებულების სასამართლო პროცესი გადაიდო
15:44 01.11.2017
ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი 30 ნოემბრამდე გადაიდო. საქმის გადადების მიზეზი მასალების უკეთ გაცნობა გახდა.

დაკავებული პირები კი მანამდე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.


ქართული მარშის წევრებმა ფეხბურთის ფედერაციასთან გურამ კაშიას მიერ LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით თამაში გააპროტესტეს.

ისინი კაშიას ეროვნული ნაკრებიდან გააძევებას მოითხოვდნენ.

ბეჭდვა