საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, ნუცუბიძის
პლატოზე ხუთი დღის წინ მომხდარი ფაქტის ნაწილობრივი ვიდეო-ჩანაწერი არსებობს.
ხუციშვილის თქმითვე, ჩანაწერში არის პაატა პავლიაშვილის ცუდად გახდომის მომენტი, თუმცა არ ჩანს მისი დაკავების ეპიზოდი.
„ჩანაწერებში არის ცუდად გახდომის მომენტი, უბრალოდ არაა დაკავების მომენტი. კამერის ჩანაწერი არსებობს, სადაც არის რამდენიმე მომენტი, მათ შორის ცუდად გახდომის მომენტი, რამდენადც მე ვიცი, ეს უნდა ჩანდეს, მაგრამ არ ჩანს დაკავების ეპიზოდი, ამიტომ მიმდინარეობს გამოძიება, თუ რატომ არ ჩანს ეს მომენტი და გამოიკითხოს ყველა ის პირი, ვინც პასუხისმგებელი უნდა იყოს იმაზე, უნდ ჩანდეს თუ არა ჩანაწერში დაკავების მომენტი“- განაცხადა ხუიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ნუცუბიძის პლატოზე 25 ოქტომბერს მოხდა. მაშინ როდესაც პაატა პავლიაშვილი მეგობრის დაკავებას ეწინააღმდეგებოდა, სამართალდამცველებმა მისი დაკავებაც სცადეს, რა დროსაც პავლიაშვილი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.
