ჩაქვში ავარიისას 6 ადამიანი დაშავდა
ჩაქვში ავარიისას 6 ადამიანი დაშავდა
10:26 30.10.2017
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დაბა ჩაქვში გუშინ საღამოს მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, დაზიანებები მან თავის ქალასა და გულმკერდის არეში მიიღო.

ბეჭდვა