შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება,
რომ თბილისში, რესტორან „თავადურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცი გადავარდა.
შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო ჯგუფი შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდა. შსს-ს მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი მტკვრიდან უვნებლად ამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. მამაკაცის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.
