თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური
იქნება. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
„ყველას მადლობა მინდა ვუთხარა. აქ ვხედავ ჩემი კუთხის წარმომადგენლებს და თბილისელ მხარდამჭერებსაც. მადლობა ასევე ყველას, ვინც დამეხმარა და ვინც შემომთავაზა დახმარება, თუმცა არ დამჭირდა“-განაცხადა მეჭიაურმა.
„ქართული ოცნების“ კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა რომლის მიხედვითაც, მერად თამაზ მეჭიაური გამოცხადდა.
