ვაშლიჯვარში, გოძიაშვილის ქუჩაზე პროფილაქტიკაში ხანძარი გაჩნდა.
ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია.
ხანძრის შედეგად დაახლოებით 300-400 კვადრატული მეტრი დაიწვა. შემთხვევის შედეგად ასევე დამწვარია 2 ტრაილერი.
ინციდენტის გამო დაშავდა 2 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
