წალენჯიხაში უბედური შემთხვევის შედეგად ჯარისკაცი გარდაიცვალა
 წალენჯიხაში უბედური შემთხვევის შედეგად ჯარისკაცი გარდაიცვალა
16:15 26.10.2017

წალენჯიხაში უბედური შემთხვევის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტოს განსაკუთრებულ დავალებათა

დეპარტამენტის ჯარისკაცი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ჯარისკაცს იარაღიდან გაუვარდა, რომელიც მეორეს მოხვდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტს გულისმობს.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით საქმე უბედურ შემთხვევასთან გვაქვს,თუმცა ინციდენტზე გამოძიება გრძელდება.

 

ბეჭდვა