შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
 შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
10:06 26.10.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ი.გ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „გლოკის“ სისტემის 2 პისტოლეტი ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტს გულისხმობს.


ბეჭდვა