მეუფე დიმიტრის განაცხადებთ, კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო
ოხანაშვილი მისი ჩვენების გასაჯაროებასთან კავშირს უარყოფს.
როგორც მეუფემ აღნიშნა, მას ამ თემაზე არაერთხელ ესაუბრა და აცხადებს, რომ აღნიშნულზე პასუხი მას უნდა მოეთხოვოს, ვინც სასამართლოდან მისი ჩვენება გამოიტანა.
"ოხ, ეს ოხანაშვილი, თავსატეხად მექცა მისი სიძეობა. ის არის ზრდასრული ადამიანი, დამოუკიდებელი, თვითნება, თვითმარქვია. ვინც გვიცნობს ჩვენ და იცის ჩვენი ურთიერთობა, ხშირად გვქონია არასასიამოვნო საუბრები მის უხეშობაზე ადამიანებთან მიმართებაში, ეს მღვდელმთავარი იყო თუ სასულიერო პირები, სახალხოდაც, რაზეც მეუბნებოდა, სამსახური მაქვს ასეთიო.
მე მას ვესაუბრე სასამართლოზე მიცემული ჩვენების შესახებ. მან თქვა, რომ ვერ გავავრცელებდი, რადგან ვარ უცხოეთში და მოსთხოვეთ მათ,
ვინც სასამართლოდან გამოიტანა ჩემი ჩვენება“-განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
