გურამ დონაძე: უმონტაჟო ვიდეომასალაში ჩანს, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას იარაღი იყო
გურამ დონაძე: უმონტაჟო ვიდეომასალაში ჩანს, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას იარაღი იყო
17:32 25.10.2017
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლები იკითხებიან. ბრალდებულმა გურამ დონაძემ დღეს ჟურნალისტებს ვიდეომასალის ერთი კადრი წარუდგინა, რომელიც მისი თქმით, არის ალიბი, რომ მკვლელობის ადგილას იარაღი შსს-ს თანამშრომლებს არ მიუტანიათ.

„უმონტაჟო ვიდეომასალაში 00.37 წამამადე ჩანს იარაღი და „კალაშა კალაშას“ რომ ყვირიან. ავტომანქანაში ჩანს ერთი ავტომატი და მეორეს მჭიდი სავარძლის ქვეშ. გოჩა მუკბანიანი დადის ჩვეულებრივად... აქ ეს ჩანს“-განაცხადა დონაძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ყოფილი თანამშრომლის გოჩა მუკბანიანის განცხადებით, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე არც იარაღი და არც საბრძოლო მასალა არ ყოფილა.

ბეჭდვა