საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცი თანასოფლელმა მოკლა
საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცი თანასოფლელმა მოკლა
10:31 24.10.2017
საგარეჯოს რაიონში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ღამით, სოფელ ქეშალოში მოხდა. 30 წლამდე მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები გულ-მკერდის არეში დანით თანასოფლელმა მიაყენა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირება არსებული ვალის გამო დაიწყო, რომელიც გარდაცვლილს ევალა.

საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბეჭდვა