შს მინისტრი ყიზილაჯლოს ინციდენტზე: გამოძიება წინ მიდის
შს მინისტრი ყიზილაჯლოს ინციდენტზე: გამოძიება წინ მიდის
13:29 21.10.2017
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სოფელ ყიზილაჯლოში გუშინ „ქართული ოცნების“ შტაბთან მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.
როგორც ის აღნიშნავს, საქმეს პოლიტიკური სარჩული უნდა მოეხსნას.

„დეტალებზე არ ვისაუბრებ. გამოძიება წინ მიდის. კატეგორიულად მინდა გითხრათ, რომ შემთხვევას პოლიტიკური სარჩული აუცილებლად უნდა ჩამოშორდეს. სავაჭრო არ უნდა გახდეს არავითარ შემთხვევაში“-განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ შტაბთან თავდასხმა მოხდა. დაჭრილია ოთხი ადამიანი მათ შორის, “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი.

ბეჭდვა