გერმანიის პოლიცია საქართველოს შსს-ს შესახებ: სამაგალითოა საქართველოსთან დამყარებული პარტნიორობა
გერმანიის პოლიცია საქართველოს შსს-ს შესახებ: სამაგალითოა საქართველოსთან დამყარებული პარტნიორობა
18:26 20.10.2017
გამოცემა „Westerwälder Zeitung“-მა გამოაქვეყნა სტატია გერმანიის რაინლანდ-პფალცის ფედერალურ მიწაზე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, სათაურით - „ძარცვის რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო“.

სტატიის ნაწყვეტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ფედერალურ მიწას სურს, გააძლიეროს ინფორმაციის გაცვლა მეზობელ ქვეყნებთან. სამაგალითოა საქართველოსთან 2016 წელს დამყარებული პარტნიორობა. ცენტრალურ ანალიტიკურ სამსახურს შეუძლია, მრავალფეროვანი ინფორმაცია ერთად შეკრიბოს, - ამბობს ფედერალური მიწის კრიმინალური პოლიციის სამსახურის პრეზიდენტი იოჰანეს კუნცი, - ასე უფრო ადვილია დამნაშავის იდენტიფიცირება, რადგან მათ 70%-ს მანამდე უკვე ჰქონდა შეხება პოლიციასთან.
საქართველოს უწყებებთან თანამშრომლობით, შესაძლებლობა მოგვეცა, მოგვეხდინა ოცკაციანი სიის იდენტიფიცირება, რომელიც დანაშაულის მრავალჯერ ჩამდენ პირებს მოიცავდა. მათგან 13 პირი უკვე პატიმრობაში იმყოფება. ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაული თითქმის განახევრდა. ამჟამად, გამომძიებლები იმედოვნებენ, რომ მსგავსი წარმატება ექნებათ სხვა ქვეყნებთანაც, მაგალითად, რუმინეთთან“-ნათქვამია სტატიაში.

ბეჭდვა