არჩილ თალაკვაძე: თუ ვინმეს შეეძლო, მარნეულის შემთხვევა პოლიტიკური მიზნით გამოეყენებინა, ეს "ქართული ოცნება" იყო, თუმცა ასე არ მოხდა
არჩილ თალაკვაძე: თუ ვინმეს შეეძლო, მარნეულის შემთხვევა პოლიტიკური მიზნით გამოეყენებინა, ეს "ქართული ოცნება" იყო, თუმცა ასე არ მოხდა
18:23 20.10.2017
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე პოლიტიკურ ჯგუფებს მოუწოდებს, არ მოახდინონ სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ინციდენტის პოლიტიზირება.
როგორც ის განმარტავს, აღნიშნული ფაქტის პოლიტიკური მიზნით გამოყენება ყველაზე მეტად მმართველ გუნდს შეეძლო, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

“თუ ვინმეს ჰქონდა საფუძველი, რომ ეს შემთხვევა პოლიტიკური მიზნით გამოეყენებინა ეს იყო სწორედ ჩვენი პარტია- იმიტომ, რომ სწორედ ჩვენს კანდიდატზე მოხდა თავდასხმა. თუმცა როგორც ხედავთ, ეს ფაქტი ჩვენ არანაირად არ გამოგვიყენებია რაიმე პოლიტიკური მიზნებისთვის. ამიტომ, ვთხოვთ პოლიტიკურ ჯგუფებს, ნუ მოახდნენ ამ ფაქტის პოლიტიზირებას“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ შტაბთან თავდასხმა მოხდა. დაჭრილია ოთხი ადამიანი მათ შორის, “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი.

ბეჭდვა