საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი სოფელ ყიზილაჯლოში
მომხდარ შემთხვევას ეხმაურება.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, გარკვეული პოლიტიკური თემებით გამოძიების დატვირთვისაგან ყველამ თავი უნდა შეიკაოს.
„ყველამ, განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა, თითოეულმა ადამიანმა თავი უნდა შეიკაოს გამოძიების მიმდინარეობის დატვირთვისაგან გარკვეული პოლიტიკური თემებით “-განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ შტაბთან თავდასხმა მოხდა. დაჭრილია ოთხი ადამიანი.
