ზესტაფონში, სოფელ ილემის საბავშვო ბაღში 14 ადამიანი მოიწამლა. მათ შორის 6 ბავშვია.
ექიმების ინფორმაციით, დაზარალებულთა მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
5 ბავშვი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ბაღის დირექტორი, პედაგოგი და აღსაზრდელის ბებია კი სამედიცინო დაწესებულებაში რჩებიან.
ზესტაფონის ბაღების მმართველის, ზოია ლელაძის განცხადებით, ინტოქსიკაცია სავარაუდოდ, იმ ტორტმა გამოიწვია, რომელიც გარედან იქნა შეტანილი.
„იყო ინტოქსიკაცია, სავარაუდოდ, საკონდიტრო ნაწარმის გამო, გარედან შეტანილი იყო, იმიტომ რომ არიან ასაკიანი ხალხიც, რომელიც მიწვეული იყო უბრალოდ. დღესასწაულია, ბავშვის დაბადების დღე იყო, მაგრამ იკრძალება, ამიტომ უნდა დაგვემორჩილონ და ყველა შინაგანაწეს უნდა დაემორჩილოს“- განაცხადა ზოია ლელაძემ.
