თბილისში, მთაწმინდაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ღამით, მაჩაბლისა და ლერმონტოვის
ქუჩების კვეთაზე მოხდა.
შემთხვევის ადგილზე ერთი ვაზნა იპოვნეს. დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.
