მარნეულში დაჭრილი ორი პირის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა, ორი კი ამბულატორიულ მკურნალობას გადის
 მარნეულში დაჭრილი ორი პირის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა, ორი კი ამბულატორიულ მკურნალობას გადის
10:24 20.10.2017
მარნეულში დაჭრილი პირების მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება.
ოთხი დაშავებულიდან ორი კვლავ რეანიმაციაში იმყოფება, ორი კი ექიმების მეთყვალყურეობის ქვეშაა და ამბულატორიულ მკურნალობას გადის.
როგორც მარნეულის საავადმყოფოს ექიმი აცხადებს, დაჭრილთაგან ორს ქირურგიულ ოპერაცია ჩაუტარდა.
„შემოყვანილია ოთხი პაციენტი, ორი მათგანი საოპერაციოში აყვანილი იქნა მაშინვე დაუყოვნებლივ ჩატარდა ოპერაცია. ორივე მათგანი რჩებიან რეანიმაციაში, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ორ პაციენტთნან ოყო რბილი ქსოვილების დაზიანება, არა სისხლმდენი. სტაბილურად არიან და ამბულატორიულ რეჟიმში რჩებიან ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ.
საოპერაციოში ვინც ავიყვანეთ ჰქონდათ მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები, ნაწლავების დაზიანებით. დანარჩენ ორთან კიდურების რბილი ქსოვილების დაზიანებაა, მათგან ერთ ადამიანთან იყო მრავლობითი“- განაცხადა ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ შტაბთან თავდასხმა მოხდა. დაჭრილია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ბეჭდვა