შს მინისტრი ყიზილაჯლოს ინციდენტზე: ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ
შს მინისტრი ყიზილაჯლოს ინციდენტზე: ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ
10:16 20.10.2017
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება.
მინისტრის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით ყველანაირი ვერსია განიხილება.

“ნუ განვიხილავთ ამას ცალსახად პოლიტიკურ ჭრილში. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს სარჩული მოვხსნათ ამ თემას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ. ყველაფერს განვიხილავთ. უახლოეს საათებში უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება“-განაცხადა შს მინისტრმა, რომელიც ადგილზე ღამითვე ჩავიდა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ შტაბთან თავდასხმა მოხდა. დაჭრილია ოთხი ადამიანი მათ შორის, “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი.

ბეჭდვა