ყიზილაჯლოში მომხდარი თავდასხმისას „ქართული ოცნების“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი დაჭრეს
ყიზილაჯლოში მომხდარი თავდასხმისას „ქართული ოცნების“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი დაჭრეს
09:38 20.10.2017
სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ შტაბთან თავდასხმა მოხდა. დაჭრილია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

როგორც შსს-ში განმარტავენ, დაჭრილი პირების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ბეჭდვა