ჟენევის დისკუსიების მონაწილეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა
ჟენევის დისკუსიების მონაწილეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა
17:31 17.10.2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგა.

სუს-ის ინფორმაციით, კახაბერ ქემოკლიძემ შეხვედრის მონაწილეებს ჟენევის დისკუსიებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობაზე და ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე მათ მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფთხოების კუთხით არსებულ ძირითად გამოწვევებზე მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრის მონაწილეებს სუს-ის წარმომადგენელმა გააცნო განვლილი 6 თვის პერიოდში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში განხილული ძირითადი პრობლემური საკითხები.

ბეჭდვა