საკრებულოსთან „ნაც.მოძრაობის“ აქციის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო
საკრებულოსთან „ნაც.მოძრაობის“ აქციის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო
10:54 17.10.2017
თბილისის საკრებულოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი 27 ოქტომბრამდე გადაიდო.

პროცესის გადადების მიზეზი მტკიცებულებების არ ქონა გახდა.
ბრალდების მხარემ რამდენიმე ტელეკომპანიისგან გამოითხოვილი ვიდეო მასალების გაშიფრვა ვერ შეძლო.

„პროკურატურამ ვერ შეძლო ტელევიზიებიდან ამოღებული 2 საათიანი მასალის გაშიფრვა თავიანთი განმარტებით. მე როგორც თავიდანვე ვაცხადებდი, აქ არაფერ შუაში არ არის 2 საათიანი მასალა, მათ სჭირდებოდათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები ყოფილიყვნენ დამძიმებულები საარჩევნოდ და არ გამართლებულიყვნენ არჩევნებამდე“-განაცხადა ადვოკატმა გოგა ონიანმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე, სადაც პუშკინის სკვერისა და თაბორის მთის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების გასხვისებას აპროტესტებდნენ, 10-ზე მეტი პირი დააკავეს.

მათ ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ხულიგნობა ედებათ.

ბეჭდვა