თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე გაზგასამართი სადგურის აფეთქების გამო 3 ადამინი დაშავდა.
დაშავებულთაგან 2 მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და ისინი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, ერთს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე ჩაუტარდა.
დამწვრობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ერთ-ერთ დაშავებულს სხეულის დაახლოებით 50%-იანი დამწვრობა აქვს.
როგორც გაზგასამართი სადგურის თანამშრომელი აცხადებს, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის კომპრესორის გაუმართაობამ გამოიწვია.
„ვაკეთებდით, გაფუჭებული იყო. უცბად გამოვარდა წნევა. კომპრესორი აფეთქდა. შიგნით სამი ადამიანი ვიყავით. ორი საავადმყოფოშია“- განაცხადა გაზგასამართი სადგურის თანამშრომელმა.
