გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქებისას სამი ადამიანი დაშავდა
გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქებისას სამი ადამიანი დაშავდა
15:15 16.10.2017
სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩაზე გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რამ გამოიწვია აფეთქება.

„შემოვიდა ორი პაციენტი. ერთი მათგანი სერიოზული დამწვრობით არის. აღენიშნება სასუნთქი გზების დაზიანება და მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. მიმდინარეობს ანტიშოკური მკურნალობა. მეორე პაციენტო იოლი ფორმით შემოვიდა- მას ზედაპირული დამწვრობა აღენიშნებოდა და უკვე გაწერილია“-განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.

ბეჭდვა