ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
10:58 16.10.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის თანახმად, თითქოსდა მან ერთ - ერთ კომპანიას 165 000 ლარის ღირებულების მომსახურება გაუწია.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 2-დან 4 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.


ბეჭდვა