შსს-ს მაშველებმა ხულოში დიდთოვლობის გამო ჩარჩენილ მოქალაქეებს დახმარება აღმოუჩინეს
შსს-ს მაშველებმა ხულოში დიდთოვლობის გამო ჩარჩენილ მოქალაქეებს დახმარება აღმოუჩინეს
17:05 15.10.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხულოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველებმა ხულოში, ბეშუმის უღელტეხილზე, დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ჩარჩენილი 13 ავტომანქანა და 30 მგზავრი, მათ შორის, ბავშვები და მოხუცები გამოიყვანეს.

ამ დროისთვის, გზის აღნიშნული მონაკვეთიდან ყველა მგზავრი უვნებლად არის გაყვანილი. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

ბეჭდვა